წესები და პირობები

წესები და პირობები

 წესები და პირობები

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ განთავსებულ წესებს და პირობებს, რადგან მათი დაცვა სავალდებულოა მხარეთა მიერ საქმიანი ურთიერთობის დაწყებიდან მის დასრულებამდე.

ონლაინ პლათფორმაზე განთავსებულ სპორტული აქტივობის (აქტივობების) ან/და სერვისის (სერვისების) რომელიმე ტიპის არჩევის შემთხვევაში, თითი დააჭირეთ ღილაკს, რის შემდეგაც ჩაივლება, რომ  კლიენტი დაეთანხმა ქვემოთ განთავსებულ წესებს და პირობებს.

Traveling.ge – ონლაინ პლათფორმაზე განთავსებულია მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული იმ კომპანიების და მეწარმე სუბიექტების სხვადასხვა სერვისები და სპორტული აქტივობები, რომლებიც 100% შეესაბამება და აკმაყოფილებს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს, შესაბამისად ყველა მათგანი სერთიფიცირებულია და სრულ თანხვედრაშია  საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან.

Traveling.ge – ონლაინ პლათფორმაზე შეძენილი სპორტული აქტივობის (აქტივობების) ან/და სერვისის (სერვისების) მისაღებად უნდა მიბრძანდეთ შესაბამის ლოკციაზე და შესაბამის დროს , წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ განხორციელდება სპორტული აქტივობის (აქტივობების) ან/და სერვისის (სერვისების) მიწოდება.

  • თუ გესაჭიროებათ ტრანსპორტი, დაამატეთ შეკვეთაში ტრანსფერი (ავტოტრანსპორტი მძღლით) ან იქირავეთ დაზღვეული ავტოტრანსპორტი მანქანების მენიუში და მიიღეთ 30% -მდე ფასდაკლება.

შეძენილი სპორტული აქტივობის (აქტივობების) ან/და სერვისის (სერვისების) გაუქმება (თანხის სრული 100% დაბრუნება) გაუქმების საკომისიოს გარეშე (0%) შეგიძლიათ მოითხოვოთ შეძენილი სპორტული აქტივობის(აქტივობების) ან/და სერვისის (სერვისების) შესაბამისი დროის დადგომამდე 48 საათით ადრე. (შეძენილი სპორტული აქტივობის(აქტივობების) ან/და სერვისის(სერვისების) მომწოდებელი კომპანია ან/და მეწარმე სუბიექტი (მეწარმე სუბიექტები) ვალდებულია შეძენილი სპორტული აქტივობის(აქტივობების) ან/და სერვისის(სერვისების) შესაბამისი დროის დადგომამდე 48 საათით ადრე გაუქმების და შესაბამისი მოთხოვნის  შემთხვევაში, სრულად აუნაზღაუროს გადახდილი თანხა შემძენს).

შეძენილი სპორტული აქტივობის (აქტივობების) ან/და სერვისის (სერვისების) გაუქმების საკომისიო, შესაბამისი დროის დადგომამდე 48 საათის განმავლობაში შეადგენს შეძენილი სპორტული აქტივობის(აქტივობების) ან/და სერვისის(სერვისების) სრული (ჯამური)ღირებულების 5%-ს (არანაკლებ 5$-ის ექვივალენტი ლარში).

შეძენილი სპორტული აქტივობის(აქტივობების) ან/და სერვისის(სერვისების) შესაბამისი დროის დადგომის შემდეგ, შეძენილი სპორტული აქტივობა(აქტივობები) ან/და სერვისი(სერვისები) ჩაითვლება მიწოდებულად და შესაბამისად თანხა არ დაბრუნდება.

იმ შემთხვევაში თუ ვერ ხერხდება მომსახურეობის შესრულება (შეძენილი სპორტული აქტივობის(აქტივობების) ან/და სერვისის(სერვისების) მომწოდებლის (მომწოდებლების) ბრალეულობის გამო) ან შეკვეთის დასრულება (უამინდობის ან/და სხვა ფორს-მაჟორის დროს), მომხმარებელს აქვს უფლება აირჩიოს ერთერთი :

  • შეცვალოს თარიღი,
  • აირჩიოს სხვა სერვისი 30 % პროცენტამდე ფასდაკლებით,
  • მოითხოვოს თანხის სრულად უკან დაბრუნება.

თანხის უკან დასაბრუნებლად, შეძენილი სპორტული აქტივობის(აქტივობების) ან/და სერვისის(სერვისების) მომწოდებელ კომპანიას ან/და მეწარმე სუბიექტს აქვს ერთი კვირის ვადა (5 სამუშაო დღე).

თანხის უკან დაბრუნება ხორციელდება მხოლოდ იგივე საბანკო ანგარიშზე და მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების გზით.

სხვა საბანკო ანგარიშზე ან/და ნაღდი ანგარიშსწორებით თანხის უკან დაბრუნება არ მოხდება